ვაკის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებულ ფრენბურთის ტურნირში კომაროვის ვაჟთა გუნდმა 1-ელი ადგილი დაიკავა!
- 23 მარტი, 2017
ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, კომაროვის სახელობის სკოლაში ფრენბურთის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციასთან შეთანხმებით, ოლიმპიური პრინციპით და FIVB სტანდარტის დაცვით ჩატარდა.
შეჯიბრებაში მონაწილეობა ვაკის რაიონის სკოლებიდან 8 ვაჟთა და 8 გოგონათა გუნდმა მიიღო. გამოვლინდა 2 გამარჯვებული გუნდი (გოგონათა და ვაჟთა გუნდები). გამარჯვებულებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
საპატიო 1-ელი ადგილი კომაროვის ვაჟთა გუნდმა დაიკავა, ხოლო გოგონების გუნდმა მე-3 ადგილი.რაიონის ჩემპიონები მომდევნო ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ფრენბურთის ჩემპიონატში.
კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს გამარჯვებას და მომდევნო ტურშიც წარმატებას უსურვებს!